შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, 27 ახალი, მაღალი გამავლობის სამაშველო ავტოტექნიკა შეემატა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, 27 ახალი, მაღალი გამავლობის სამაშველო ავტოტექნიკა შეემატა. ავტომანქანები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის. უწყების ცნობით, ახალი მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას და უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას სამაშველო ღონისძიებების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში. ახალი ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაათვალიერა.
