კახეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების სქემა გაშიფრა - დაკავებულია 6 ადამიანი
კახეთის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გავრცელების სქემა გაშიფრა - დაკავებულია 6 ადამიანი. ძალოვანი უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შექმნილი ჰქონდათ ინტერნეტ ნარკო სარეალიზაციო მაღაზია. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ,ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკი.დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
