ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეის სხდომას დაესწრო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეის სხდომას დაესწრო. ასამბლეა, რომლის თემაც არის „ერთიანი მსოფლიო - ჯანმრთელობისთვის“, ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გახსნა. ასამბლეაზე სიტყვით გამოვა მიხეილ სარჯველაძე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
