გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს, პროკურატურას გადაეცემა
გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს, პროკურატურას გადაეცემა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონი უქმდება. დაზვერვის სამსახური კი პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში აღარ იქნება და ის უსაფრთხოების სამსახურში გადადის. კანონპროექტები პარლამენტში უკვე ინიცირებულია და საკომიტეტო განხილვები უახლოეს მომავალში დაიწყება.
