დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი თავდაცვისა და სავაჭრო სფეროში ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი თავდაცვისა და სავაჭრო სფეროში ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ. ეს ყველაზე დიდი შეთანხმებაა მას შემდეგ რაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა. ლონდონმა და ბრიუსელმა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაუმჯობესების გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტის ხისტი სატარიფო პოლიტიკის გამო მიიღეს. შეთანხმება სამხედრო შესყიდვებში თანამშრომლობას მოიცავს. ასევე საუბარია მეთევზეობაზე, ადამიანების გადაადგილებასა და პროდუქციის ტრანსპორტირებაზე დაწესებული ზომების შემსუბუქებაზე.
