დაპირისპირება ტანვარჯიშის ფედერაციაში
დაპირისპირება ტანვარჯიშის ფედერაციაში - დღეს, სპორტის ამ სახეობაში დასაქმებული მწვრთნელების ნაწილმა და სპორტსმენების მშობლებმა სპორტის სამინისტროსთან აქცია გამართეს. მოგვიანებით მინისტრი შალვა გოგოლაძე აქციის მონაწილეთა რამდენიმეკაციან ჯგუფს შეხვდა და მათ პირობა მისცა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს. მწვრთნელების ნაწილი და ტანმოვარჯიშეების მშობლები ფედერაციაში ინგა გიორგობიანისა და რუსუდან ხოფერიას დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდნენ. ფედერაციის პრეზიდენტის, კონსტანტინე ლაშხის განცხადებით, მან გიორგობიანსა და ხოფერიას პოსტებზე დარჩენა შესთავაზა, რაზეც უარი საკუთარი სურვილით განაცხადეს.
