უკრაინაში მამაკაცების იძულებითი მობილიზაცია გრძელდება
უკრაინაში მამაკაცების იძულებითი მობილიზაცია გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში სამხედრო კომისარიატის თანამშრომლებმა მამაკაცს დაკავების მცდელობისას ტრამვა მიაყენეს და როდესაც ის უგონო მდგომარეობაში ძირს დაეცა, მიიმალნენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალაში თვითმხილველები ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა დაშავებული ადგილზე მიატოვეს, სასწრაფო დახმარება კი გამვლელებმა გამოიძახეს.
