გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა უკრაინაში ჯარების გაგზავნას ჯერ არ განიხილავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა უკრაინაში ჯარების გაგზავნას ჯერ არ განიხილავს. მისი თქმით, ამ მომენტისთვის მთავარი პრიორიტეტი მოსკოვის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსული აგრესიის თავიდან ასარიდებლად უკრაინას პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების მყარი გარანტიები სჭირდება. მერცის თქმით, პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა, შემდეგი კი სამშვიდობო მოლაპარაკებებისას ომის დასრულების დეტალების განსაზღვრა.