განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, სასამართლომ ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, სასამართლომ ხუთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები უკანონოდ ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს. ამოღებულია უკანონოდ შენახული და შემდგომი გასაღების მიზნით, სხვადასხვა ადგილას განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „მეთადონი“, „კოკაინი“ და „მარიხუანა“, აგრეთვე ელექტრო სასწორი, მასზე არსებული ნარკოტიკული საშუალებების დანაშრევებით. დანაშაულები 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
