ქუთაისის სპორტის სასახლეში, მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
ქუთაისის სპორტის სასახლეში, მოსწავლე მოკრივეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი 6 დღე მიმდინარეობდა. გამარჯვებულები ვაჟთა შორის - 16, ხოლო გოგონათა შორის ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდა. ტურნირი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
