პრემიერ-მინისტრი, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა
პრემიერ-მინისტრი, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ლევან წურწუმიას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და პორტუგალიაში არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ლევან წურწუმიას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
