საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პროცესი გაიმართა
საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პროცესი გაიმართა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო, რომელიც გადაიხადეს. ახლა კი საქმის განხილვა გრძელდება. ოპოზიციას ჰქონდა რამდენიმე შუამდგომლობა, სხდომაზე იყო პოლიტიკური განცხადებებიც. საბოლოოდ, საქმე არსებით განხილვას გადაეცა.
