ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს
ევროპის 8 ქვეყანა და 32 ქალაქი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. კამპანია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს. საუბარია მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობაზე.