აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმე ქალმა. ღონისძიების მიზანია დევნილი მეწარმე ქალების პროდუქციის პოპულარიზაცია და მათი ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება.
