აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „ზირა“ „საბაჰს“ დაუზავდა და გიორგი პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში „ზირა“ „საბაჰს“ დაუზავდა და გიორგი პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, მას საგოლე პასი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა დავით ვოლკოვმა გაუკეთა. გიორგი 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩი 1:1 დასრულდა.