უკრაინის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში „კოლოსის“ გამარჯვებაში ნიკა გაგნიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა
უკრაინის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში „კოლოსის“ გამარჯვებაში ნიკა გაგნიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „კარპატს“ 2-1 აჯობა. გაგნიძემ თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. 55-ე წუთზე მისი პასით ანგარიში გათანაბრდა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი 89-ე წუთზე გაიტანა.
