მასტერ ლიგა სამის გათამაშება გრძელდება
მასტერ ლიგა სამის გათამაშება გრძელდება. გუშინ მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა და ცე ჯგუფში ტვ იმედის გუნდმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი ტელევიზიის ფეხბურთელები საბურთალოს შეხვდნენ და მეტოქე 2-1 დაამარცხეს. გოლები იასონ ხუნდაძემ და დავით მეკოკიშვილმა გაიტანეს. ამ მოგებით ტვ იმედი სატურნირო ცხრილში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა. ჩვენს გუნდის ანგარიშზე 4 თამაშიდან 1 მოგება, 2 ფრე და 1 წაგებაა. მეხუტე ტურში კი 25 მაისს, „ჯოგა ბონიტოს“ შეხვდება.