საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დაიწყო პოლონეთში
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დაიწყო პოლონეთში. საარჩევნო ბიულეტენებში 13 კანდიდატია წარმოდგენილი. არჩევნების ფავორიტად მმართველი პარტიის სამოქალაქო კოალიციის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი მიიჩნევა. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით მას ამომრჩევების 30% ემხრობა. რეიტინგის მეორე ადგილს 25%-იანი მხარდაჭერით პარტია „კანონი და სამართლიანობის“კანდიდატი კაროლ ნავროცკი იკავებს.