რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, გადამწყვეტი ტური მიმდინარებს
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, გადამწყვეტი ტური მიმდინარებს. ქვეყნის ლიდერობისთვის პირველი ტურის ფავორიტი, ჯორჯე სიმიონი და ბუქარესტის ყოფილი მერი, ნიკუშორ დანი იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული პირველი ტურის შედეგად დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. მიზეზად ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დასახელდა. პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევანი უკვე გააკეთეს.