კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების საზეიმო ღონისძიება
კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში, კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიმართა, სწავლის დასრულება მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.
