სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ პირზე, რის შედეგადაც იგი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
