საფრანგეთის ლიგა ერთის ბოლო ტურში „ლიონი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს „ანჟერს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა ერთის ბოლო ტურში „ლიონი“, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს „ანჟერს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. ამ მოგებით ქართველის გუნდმა ევროტურნირების საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრების წევრს ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია, მოედანზე ის 79-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგიმ ლიონის მაისურით 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. ლიგა 1-დან გავარდა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“.