ასტანში მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატების შემდეგ, საქართველოს პარა ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
ასტანში მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატების შემდეგ, საქართველოს პარა ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში მათ გულშემატკივრები, მედიისა და პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დახვდნენ. ყაზახეთში დასრულებულ პლანეტის პირველობაზე ქართველმა პარაძიუდოისტებმა, ჯამში 7 მედალი მოიპოვეს, მათ შორის ისტორიული გუნდური ბრინჯაო.
