საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ 2024-25 წლის სპორტული სეზონის წარმატებით დასრულება მიულოცა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის" საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც საქართველო პირველად უმასპინძლებს. ტურნირი მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს თბილისის ახლად აშენებულ ყინულის არენაზე გაიმართება.
