სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა თევზის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ობიექტებზე ჩატარდა ინსპექტირება, რომელიც მოიცავს საწარმოო პროცესის და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმებას. არც ერთ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.
