მმართველი გუნდის წარმომადგენლები რადიკალური ჯგუფების მხრიდან ზიზღის კამპანიაზე საუბრობენ
მმართველი გუნდის წარმომადგენლები რადიკალური ჯგუფების მხრიდან ზიზღის კამპანიაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ გუშინ დეპუტატ მარიამ ლაშხზე თავდასხმა, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დამზადებული ბანერის დაზიანება მორიგი ფაშისტური გამოვლინებაა. რადიკალების ზიზღის სამიზნე სამშობლო და ქართველი ხალხი არაერთხელ გამხდარა. ებრძვიან ყველაფერს, რაც მათ გემოვნებაში ვერ და არ ჯდება.