პრეზიდენტი რომში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო მეთოთხმეტეს ინაუგურაციას დაესწრება. საქართველოს პრეზიდენტი უკვე რომში იმყოფება. აეროპორტში კი მისი დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში ასევე იმყოფებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე გიორგი ზვიადაძე
