გათელილი ღირებულებები
ამ მასშტაბური დღესასწაულის აღნიშვნის მიღმა, იყო, უკვე ბოლო დროის ტრადიციად ქცეული აგრესია და ბრძოლა იმ მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან, რომელთაც ეს საქმე უკვე ჩვეულებად ექცათ. ამჯერად მათი სამიზნე დეპუტატი მარიამ ლაშხი გახდა, მცირეწლოვან შვილთან ერთად, რომლის თანდასწრებითაც აქტივისტები შეურაცხმყოფელი შეძახილებით აქტიურობდნენ. ბრაზის დემონსტრირება მეორე ნაწილმა ბანერზე სცადა, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღისადმი მოწოდებას შეიცავდა. აქტივისტთა ნაწილმა საკუთარი აგრესია ბანერის დაზიანებით გამოხატა

სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები