ალბანეთში, პრემიერ-მინისტრის შეხვედრებს Euronews-ი ეხმიანება
ალბანეთში, პრემიერ-მინისტრის შეხვედრებს Euronews-ი ეხმიანება. საერთაშორისო მედიის შეფასებით, ირაკლი კობახიძის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს. „სამიტის დროს ირაკლი კობახიძესა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსული უთანხმოებების ფურცელს შლიან. საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ მომენტს ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ევროპელი პარტნიორები მზად არიან საქართველოსთან კავშირების აღსადგენად. მან ურთიერთობის დათბობა ევროპისთვის საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლით ახსნა და დასძინა, რომ ყველას ესმის საქართველოსა და მის ხელმძღვანელობასთან ჩართულობის აუცილებლობა“ - წერია სტატიაში
