11 წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს მიერ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადებული 17 მაისი, წელსაც განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა
11 წლის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს მიერ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადებული 17 მაისი, წელსაც განსაკუთრებულად და მასშტაბურად აღინიშნა. ამ დღის აღსანიშნავად მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა. ტაძრებში ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს. მრევლს ქადაგებით მიმართა მეუფე შიომ. მეუფემ ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ფასეულობა ადამიანისთვის. მან მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის გადადგმული გაბედული ნაბიჯებისთვის
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
