ევროპის ლიდერები სტამბოლის მოლაპარაკების შედეგებით იმედგაცრუებულნი არიან
ევროპის ლიდერები სტამბოლის მოლაპარაკების შედეგებით იმედგაცრუებულნი არიან. განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა, ასევე, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს. მათი თქმით, მოლაპარაკებებზე რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობა არ სურს და ომის გასაგრძელებლად დროის მოგებას ცდილობს. ცნობისათვის, სტამბოლში გუშინ გამართულ შეხვედრაზე რუსეთმა და უკრაინამ მხოლოდ ტყვეების გაცვლაზე შეძლეს შეთანხმება
