„გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა
საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთის ხილის ხე დარგეს. ფონდი „გაამწვანე საქართველო“ 2013 წელს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეიქმნა. ეროვნული სატყეო სააგენტო ფონდთან წლებია თანამშრომლობს