მსვლელობის გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მსვლელობის გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი. შეზღუდვა დღეს 22:00 საათამდე ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ეტაპობრივად იმოქმედებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
