დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. 13:00 საათზე, მცხეთა თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. მსვლელობები გაიმართება რეგიონებშიც. 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა
