უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა
უნგრულმა ტელევიზია TV 2-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა. მთავარი რესპონდენტი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა. სიუჟეტში საუბარია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე და საქართველოზე, როგორც ღვინის სამშობლოზე. სიუჟეტში ასევე საუბარია ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ კარიერაზე. ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებებზე და აღნიშნავს, რომ პრემიერ მინისტრი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია
