Euronews: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თბილი ურთიერთობები ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს. ამის შესახებ Euronews-ი წერს. „სამიტის დროს ირაკლი კობახიძესა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მოკლე, მაგრამ თბილი შეხვედრა იმის მანიშნებელი იყო, რომ საქართველო და ევრო კავშირი წარსული უთანხმოებების ფურცელს შლიან. საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ მომენტს ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ევროპელი პარტნიორები მზად არიან საქართველოსთან კავშირების აღსადგენად. მან ურთიერთობის დათბობა ევროპისთვის საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლით ახსნა და დასძინა, რომ ყველას ესმის საქართველოსა და მის ხელმძღვანელობასთან ჩართულობის აუცილებლობა“ - ნათქვამია სტატიაში
