სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა და ლექტორთა ჯგუფი პარიზში, გრან პალეს გამოფენისთვის ემზადება
სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა და ლექტორთა ჯგუფი პარიზში, გრან პალეს გამოფენისთვის ემზადება. მასშტაბურ ექსპოზიციაზე, სადაც საკუთარ შემოქმედებას 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები წარმოადგენენ, ქართველი ხელოვანები ღვინის თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს გამოფენენ. ქართველი ავტორები საფრანგეთის დედაქალაქში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიემგზავრებიან.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
