საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ლონდონში
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი ლონდონში. ღონისძიება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. განხილვის თემები იყო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის განვითარების პოტენციალი. წლევანდელ ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიიდან და ჯგუფიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეხვედრის ინიციატორი ლონდონის საფონდო ბირჟა და საქართველოს საელჩო იყვნენ.