პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი ადამიანი დააკავა. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღებისთვის მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე, ასევე, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე არიან დაკავებულები. მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი", „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“, და „მეფედრონი“. ასევე, ამოღებულია ელექტროსასწორი და პოლიეთილენის პარკები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
