აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა. იმსჯელეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარა წარმოადგენს მზარდ რეგიონს ინვესტიციებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით. მან მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს. შეხვედრას აჭარის კულტურის მინისტრი და მთავრობის აპარატის ხელმძღვანელიც ესწრებოდნენ.