არჩევნების ტელეფონით ჩატარება პაატა ბურჭულაძის იდეაა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი სერიოზულად განიხილავს
არჩევნების ტელეფონით ჩატარება პაატა ბურჭულაძის იდეაა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი სერიოზულად განიხილავს. იდეა მოსწონს ნაციონალურ მოძრაობას. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ინიციატივა იმდენად აბსურდული და უტოპიურია, რომ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია.