ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესებას განიხილავს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესებას განიხილავს. გამოცემა „პოლიტიკო” წერს, რომ მოსკოვის მიერ 30-დღიანი ზავის უგულებელყოფის გამო, ევროპელი ლიდერები რუსეთისთვის დამანგრეველი ტარიფების შემოღებას გეგმავენ. ახალი მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარების საკითხის განხილვა ალბანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იგეგმება.
