საჯარო სკოლებში ინოვაციური, სტემ პროგრამა ინერგება
საჯარო სკოლებში ინოვაციური, სტემ პროგრამა ინერგება. პროგრამაში გაერთიანებულია საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ხელოვნების სწავლება. მოსწავლეები მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით შეიმუშავებენ სტემ პროექტებს და წარადგენენ რეალური პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ გზებს. პროგრამა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. სწავლება უკვე დაიწყო 200 სკოლაში, სადაც შეიქმნა სტემ ლაბორატორიები. გადამზადდნენ პედაგოგები.
