საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით, საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ხელმძღვანელობით, საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართება. განიხილება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის საკითხები, შესაძლებლობები და პოტენციალი სხვადასხვა ბიზნეს სექტორში. რიგით მესამე ფორუმს 180-ზე მეტი ბიზნესმენი დაესწრება.