საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გენერალური საკონსულოების ორგანიზებით, სან ფრანცისკოში, ამერიკა-ევრაზიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა
საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გენერალური საკონსულოების ორგანიზებით, სან ფრანცისკოში, ამერიკა-ევრაზიის ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა. კონფერენცია შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის, კალიფორნიის გარემოსა და ეკონომიკის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო იურიდიული კომპანიის მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმის მთავარი მიზანი იყო ევრაზიის რეგიონის ენერგეტიკული და საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა კალიფორნიის შტატის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. დისკუსია შეეხო რეგიონში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას, ენერგეტიკის სფეროში რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს კალიფორნიის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან.
