ალბანეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნა
ალბანეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნა. რიგით მეექვსე სამიტს 47 სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან. ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ტირანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით ჩავიდა. მან უკვე გააკეთა კომენტარი მედიასთან.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები