საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის "მოტოკროსის" მიმართულების წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის "მოტოკროსის" მიმართულების წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოში ამ სპორტის სახეობის განვითარების გზებსა და შესაძლო ერთობლივ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
