საქართველო ლეგენდების სერიის რიგით მეორე მატჩს უმასპინძლებს
საქართველო ლეგენდების სერიის რიგით მეორე მატჩს უმასპინძლებს. „ბარსელონის“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დღეს „დინამო არენაზე“ ქართველი ლეგენდები 19:00 საათზე შეხვდებიან. მოედანზე მაყურებელი არაერთ ვარსკვლავს იხილავს. ბარსელონის შემადგენლობაში რონალდინიო, ედგარ დავიდსი, გაისკა მენდიეტა და ხავიერ სავიოლა ითამაშებენ, რომლებსაც ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები კახა კალაძე, შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე დაუპირისპირდებიან. გუნდებმა უკვე გამართეს პრესკონფერენცია.
