ვლადიმერ პუტინმა სახმელეთო ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვლადიმერ პუტინმა სახმელეთო ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ოლეგ სალიუკოვი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი შოიგუს მოადგილედ გადაიყვანეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ის შესაძლოა ანდრეი მორდ ვიჩევით ჩაანაცვლონ, რომელიც ამჟამად ცენტრალური სამხედრო ოლქის ხელმძღვანელია. გენერალი სალიუკოვი ცოტა ხნის წინ 9 მაისის სამხედრო აღლუმს ხელმძღვანელობდა. რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, უცნობია.
