შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 150-მდე სტუდენტს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სხვადასხვა უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის 150-მდე სტუდენტს შეხვდა. თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს უწყების საქმიანობა და სამომავლო ხედვა გააცნო. მინისტრმა ისაუბრა როგორც სამშვიდობო ინიციატივებში, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობაზე; თეა ახვლედიანმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად დანერგილი მექანიზმები და არსებული შესაძლებლობები. ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
